საბჭოთა იმპერიის დაშლიდან 20 წელიწადი გავიდა. ამ, 20 წლის მანძილზე, რუსეთისგან მრავალი ტკივილი ვიგემეთ, თუმცა მითი ‘’მეორე რუსეთზე ‘’ ჩვენში ჯერ კიდევ ცოხალია. თითქოს, აგრესიული და ტერიტორიების წამრთმეველი რუსეთის გარდა, სხვა, ‘’მეორე რუსეთიც ‘’ არსებობს. ეს მითი ჩვენებურმა, საბჭოთა საქართველოში ჩამოყალიბებულმა, ქართველმა ინტელიგენციამ შემოგვინახა. მეორე რუსეთი, იქ მცხვრები, საქართველოს მოყვარული ინტელიგენციისა და ე. წ. ჩვეულებრივი ხალხისგან შედგებაო-გვარწმუნებენ ისინი . მეორე რუსეთელი რუსები, საქართველოზე ლექსებს თხზავდნენ, ფილმებს იღებდნენ, გვაქებდნენ და გვადიდებდნენ, ქართველი ინტილიგენტები კი, ამ ქებას იფერებდნენ და ამყობდნენ. ხშირად შეგვახსენებენ ხოლმე, რომ რუსეთი მარტო პუტინი არ არის და იქ, ქართული სტუმართმოყვარეობის დამფასებელი ხალხიც ცხოვრობს.
ეს საკითხი ორად უნდა დაიყოს. პირველი: ქართული ღვინის და სამზარეულოს სიყვარული სულ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები თანასწორუფლებიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გვთვლიან.
მეორე: რა თქმა უნდა, რუსეთში, სხვა და სხვა გვარი ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ ჩენს მიმართ კეთილმეზობლურად განწყობილი რუსეთის მოქალაქეები, მათი სახელმწიფოს მიერ წარმოებულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ იღებენ და ვერაფერს წყვეტენ. მითი ორ და მეტ რუსეთზე არაფერში გვაგია, პირიქით, გვაზარალებს, გვადუნებს და ჩვენდამი მტრული სახელმიფოს მხრიდან გამომავალი საბრთხეების აცილებაში ხელს გვიშლის.
რუსეთს, მე 20-ე საუკუნის განმავლობაში, განვითარების ორი გზიდან, ერთ-ერთის არჩევა უწევდა. პირველი- ლიბერალ-დემოკრატიული, ევროპული გზაა. მეორე- იმპერიული პროექტი.
პირველის განხორციელება შეუძლებელია. 1917 წელს, დემოკრატიული რევლუციით მოსულმა ხელისუფლებამ ცოტა ხანს გაძლო და ბოლშევიკური გადატრიალების შედეგად დაემხო. 1992 წლიდან, 2000 წლამდე, ფორმალურად დემოკრატიული რუსეთიც იმპერიული გავლენის შენარჩუნებას ცდილობდა. პუტინის მოსვლის შემდეგ კი, მთლიანად იმპერიის აღდგენის გზას დაადგა.
რუსეთი, ივანე მრისხანეს დრიოდან მოყოლებიული, სხვადასხვა სახით და დასახელებით, იმპერიულ სახელმწიფოდ არსებობს. დღეს, ახალი ბრენდით-‘’ევრაზიული კავშირის’’ სახელწოდებით, ხელახლა, იმპერიად ჩამოყალიბებას ცდილობს.
მაგრამ, ბოლო დროს, რუსეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. დემოკრატიული და იმპერიული გზის გარდა, გაჩნდა მესამე გზა-ნაციონალისტური, ანუ რუსი ერის ნაცინალური სახელმწიფოს შექმნის გზა. ამ პროექტის განსხვავებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ანტიიმპერიულია..
>რუსული პოლიტ ელიტა, ყოველთვის იმპერიული იყო. ელიტა განსაზღვრადა ქვეყნის ბედს და ხალხის აზრს ნაკლებად ითვალისწინებდა. დღეს, ხელისუფლება იძულებულია რეიტინგზე იზრუნოს და რიგითი მოქალაქეების აზრი გაითალისწინოს. ეს, ხელისუფლების დემოკრატიულობის შედეგი არ არის, უბრალოდ, 21-ე საუკუნემ ინფორმაციის მიღების და გაზიარების, აზრის გამოხატვის საშუალება-ინტერნეტი მოიტანა.
მოვლენებზე დაკვირვების შედეგად, ცხადი ხდება, რომ რუს ხალხში იმპერიაზე მოთხოვნა იკლებს და იზოლაცინიზმისკენ სწრაფვა მატულობს. ხალხური გამოთქმა: ‘’ кавказ наш ’’ ! “Хватит кормить Кавказ”- მა შეცვალა. მსგავსი განწყობები პოლიტიკური მოწიფულობის ნაყოფი არ არის, საქმე უფრო მარტივადაა: რიგით რუსს მობეზრდა, თავის, რუსულ ქალაქში კავკასიელების და შუა აზიელების ატანა და მათ მოშორებას ითხოვს. ანტიიმპერიული-ნაციონალისტური განწყობები, ქვემოდან-ხალხიდან მოდის და ყოველდღიურ ყოფაში, ყოფა-ცხორებითი შთაბეჭდილებებიდან წრმოიშობა.
რუსეთის იმპერია, ყოველთვის თავისებური იყო და ევროპულ იმპერიებს არ გავდა. ინგლისს, პორტუგალიას, ესპანეთს და სხვებს, კოლონიები შორს, ოკეანეებს გადარმა ქონდათ და იმპერიის მეტროპოლიების მცხოვრებთ, კოლონიზირებულ ერებთან შეხება არ ქონდათ. რუსეთის კოლონიები კი, მის საზღვრებთან მდებარეობდნენ და შესაბამისად, ურთიერთ შეხებაც ინტენსიური იყო. იმპერიის შემქმნელ-რუს ერს და კოლონიებს, ერთმანეთთან მჭიდრო კაშირები ქონდათ და რუსეთი იძულებული იყო დაპყრობილი ხალხების ინტეგრაციაზე, ასიმილაციაზე, გარუსებაზე ეზრუნა.(გარუსება ძირითადად ელიტებს, თავად-აზნაურობას, მოგვიანებით, სსრკ-ს დროს კი, ფართო მასებსაც ეხებოდა) ინგლისს ეს არ სჭირდებოდა-ინდოეთი მისგან ძალიან შორს იყო.. შესაბამისად, რუსეთის იმპერიაში ნაციონალიზმი დაუშვებელი იყო. უფრო ზუსტად, რუსეთში თავისებური, სპეიფიური ნაციონალიზმი ასებობდა-სხვებზე უპირატესბის განცდით, რუსი ერი, სხვა ერებისგან იზოლირების ნაცვლად, მათ გარუსებას და ‘’გაკეთილშობილებას’’ ცდილობდა . ამას მეტ-ნაკლებად ახერხებდა კიდეც.
სსრკ-ს დაშლის შემდგ, ღარიბი სამხრეთიდან-კავკასიიდან-შუა აზიიდან, ადამიანები, შედარებით მდიდარი ჩრდიოეთისკენ-მსხვილი რუსული ქალაქებისკენ დაიძრნენ. მიმოსვლა სსრკ- დროსაც ხდებოდა, მაგრამ მაშინ, ყველა საბჭოთა ერად ვითლებოდით. თან, საბჭოთა ეკონომიკის თავისებურების გამო, სამხრეთი ჩრდილოეთზე მდიდარი იყო და კავკასია-შუა აზიიდან, მოკოვში სამუშაოს საძებნად არავინ დადიოდა.
დღეს ვითარება შეიცვლილია. რუსეთის ქალაქები ემიგრანტებით და ქვეყნის შიგნით, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაადგიებული ადამიანებით ივსება. შობადობის და მიგრაციის გამო, დემოგრაფიული ვითარება იცვლება-რუსების რაოდენობა მცირდება და არარუსების იმატებს. რუსეთი ვერ ახერხებს საკუთარი, არარუსი მოსახლეობის ინტეგრაციას, ასიმილაციას მით უმეტეს. სამხრეთელებს, რუსულ ქალაქებში საკუთარი ცხოვრების წესი, ტემპერამდენტი, ტრადიციები ჩააქვთ .. ჩასულების წეს-ჩვეულებები, ადგილობრივი მოსახლეობის-რუსების ცხოვრების წესისგან გასხვავდება, მეტიც- ეწინააღმდეგება კიდეც.. კოლექტივისტური კულტურით გაერთიანებული კავკასიელების წინ, ინდივიდუალურიტული კულტურის მატარებელი რუსი მარტო რჩება, ინდივიდი ჯგუფს კონკურენციას ვერ უწევს და მარცხდება. ეს, რიგით რუსში უკმაყოფილებას იწვევს, მას არ მოსწონს სამხრეთელების ჰიპერსექსუალურობა, ტრანსპორტში ხმაური. მეზობელი კავკასიელის მიერ, სერთო ეზოში ცხვრის დაკვლა და ქეიფი, სამხრეთელების კლანურობა და კლექტივიზიმს სხვა გამოვლიებები.. ყველაფერი ამის გამო, რუს ხალხში იზოლაციონიზმისკენ სწრაფვა იზრდება. თუ, ამას დავამატებთ ბიუჯეტიდან, კავკასიაში, მშივდობის შენრჩუნებსვის გადარიცხულ მილიადებს და სეპარატიზმთან ბრძოლაში ადმიანურ დანაკარგებს, რიგითი თუ არარიგითი-სწავლული რუსის გონებაში კითხვა ჩნდება : ღირს კი ამის ფასად იმპერიის შენარჩუნება?
ამ მოსაზრებების საპირისპიროდ, შეიძლება ვინმემ სთქვას, რომ ევროპულ სახელმწიფოებში, მიგრანტებთან დაკავშირებით იგივე ხდება. დიახ, ხდება, მაგრამ მიგრანტები ევროპაში საკუთარი ქვეყნიდან ჩადიან. რუსულ ქალაქებში ჩასულები კი, იმ მიწებიდან არიან, რმელსაც რუსეთი პოტენციურ თუ, არსებულ კოლონიად-ექსკლუზიური გავლენის სფეროდ მოიაზრებს.
საფრანგეთში თუ გერმანიაში, არაბებს და თურქებს, მათი ქვეეყნებიანათ, ევროპაში დარჩენას არავინ აიძულებს. რუსეთისთვის კი, ჩეჩენი, დაღესტნელი თუ ტაჯიკი, თავ-თავისი ქვეყნებიდან, მოსკოვში ჩასული ადამიანები არიან, რომელ ქვეყნებსაც, რუსული იმპერია საკუთარ შემადგენლობაში თუ, გავლენის სფეროში დარჩენას აიძულებს. იმპერიისთვის, მოსკოვში ჩასული სამხრეთელები, იმპერიის ფლობის ფუფუნების ‘’გვერდითი მოვლენა’’ და ‘’მედლის მეორე მხარეა’’ . რიგით რუსში კი, თანდათან მწიფდება აზრი, რომ იმპერია ზედმეტად ძვირი ფუფუნებაა.
ცნობილია, სადაც მოთხოვნაა იქ მიწოდებაც ჩნდება. მოთხოვნის გაჩენისთანავე, გამოჩნდნენ ნაციონალისტური პროექტის მომხრე, რუსი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. სავარუდოდ, რუსულ-ნაციონალისტურ პროექტზე მოთხოვნილება გაიზრდება და ეს ჩვენთვის სასარგებლოა. კრიტიკულ ზღვართან მიხლოვების შემდეგ, რუსეთი დილემის წინშე აღმოჩნდება: ან უარი სთქვას იმპერიის აღდგენაზე და კოლონიზირებული ერები გაანთავისუფლოს, ან, რეალური ფედერალიზმი შემოიღოს და ამ ერებს, ნამდვილი ავტონომია მისცეს. შესაძლოა ფედრაციაზე მეტიც, კონფედერაციაზე წასვლაც მოუწიოს. ეს გარემოება კი, ჩვენთვის შვებაა-საკუთარი ქვეყნის მოწყობით დაკავებული რუსეთი, იმპერიის აღდგენისთვის ვეღარ მოიცლის. შესაბამისად, ჩვენდამი, რუსეითიდან წამოსული საბრთხე შემცირდება.
ასე და ამგვარად ‘’მეორე რუსეთი’’ არსებობს, მაგრამ ის სხვაგვარია. არა ისეთი, ჩვენი, ქართული-საბჭოთა ინტელიგენცია, რომ ‘’გვიხატავს’’