გია მარიამიძის ბლოგი |

‘დიდი დროის’ მითები

25.10.2012 | 981 | გია მარიამიძე
‘დიდი დროის’ მითები

“ნაციონალური მოძრაობის” ხანაში ეკონომიკური ზრდის და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიუხედავად ქვეყანაში სიღარიბე არ შემცირდა, რიგითი მოქალაქის მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა – ეს ამომრჩევლის  უკმაყოფილების ერთ ერთი მთავარი მიზეზი იყო.  

 

მაგრამ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება ეკონომიკურ მიზეზებზე მეტად მოსახლეობის აქტიურ ნაწილში უსამართლობის განცდამ გამოიწვია. კანონის წინაშე უთანასწრობა – როდესაც პრივილეგირებული ჯგუფის წარმომადგენელი კანონზე მაღლა დგას. კადრების შერჩევის კლანური სისტემა – როდესაც ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად ნიჭზე მეტად მმართველი პარტიის მიმართ ლოიალობა მოეთხოვება. ვერტიკალური მობილურობის და სოციალური ლიფტების არ ქონა. რიგითი ადამიანისთვის, უმნიშვნელო დანაშაულზე დაწესებული მაღალი სასჯელები (რომელსაც ციხეში არაადამიანურად ებპყობიან) და ამავე დროს სერიოზული დანაშაულის ჩამდენი დაუსჯელი ჩინოვნიკები. ამგვარმა  მოვლნებმა რეჟიმის  მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაამძაფრა. 

 

თუმცა ხელისუფლების წინააღმდეგ რეალურთან ერთად მითიური არგუმენტებიც მოქმედებდა და ისინი კულტურულოგიური ხასიათის იყო. ქართველობას გვართმევენ, ტრადიციებს გვინგრევენ, რელიგიას ებრძვიან, სექტანტები მოგვისიეს, ჰომოსქსუალიზმს ავრცელებენ – ეს ლოზუნგები ჯერ კიდევ სააკაშვილის ოპოზციონერობის დროს გაჩნდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაგრძელდა და დღემდე ცოცხლობენ. ლოზუნგების ავტორები იმ დროს “ახალგაზრდა რეფორმატორებად” წოდებული ჟვანია – საკაშვილის  პოლიტიკური კონკურენტბი და პრივილეგიების დაკარგვით შეშინებული ელიტური ჯგუფები იყვნენ. მითებმა კარგად იმუშავა და ფართო მასებში განწყობა შექმნა, რის გამოც ადამიანები ხელისუფლების ნებისმიერ ნაბიჯში ფარულ ზრახვებს და  შეთქმულებებს ხედავდნენ. 

 

ხელისუფლება შეიცვალა და ახალი ძალა ქვეყნის სამართავად ემზადება. მასთან ერთად  “ჩვენ დავბრუნდებითის” მუსიკალური აკომპანიმენტის თანხლებით ძველი-ახალი შემოქმედებითი ინტელიგენციაც მონატრებულ ადგილებს უბრუნდება. წარმავალი ხელისუფლებასთან დაკავშირებული იტელექტუალების ადგილს სხვები იკავებენ. ეს ბოლო კი განსაკუთრებით საინტერესოა. ახალ ხელისფლებასთან დაკავშირებულიმა არც ისე ახალმა ინტელექტუალებმა პოლიტიკური მითოლოგია ხარისხობრივად გაამდიდრეს და ყოფილ ხელისუფლებას დამატებითი ბრალდებები წაუყენეს.

 

ინტელექტუალების გარჯა ერთ მიზანს ემსახურება – სააკაშვილის მმართველობის ნეგატიურ მხარეეებს (რაც პოზიტიურზე არანაკლები იყო)  კონცეპტუალური სარჩული დაუდონ. მათი მტკიცებით, ხელისუფლება უბრალოდ კი არ ძალადობდა, მის ქმედებას იდეოლოგიური საფუძვლები ჰქონდა. ქალბატონი და ბატონი ინტელექტუალების აზრით, სააკაშვილი ჩვენზე ექსპრიმენტს ატარებდა, სოციალურ ინჟინერიას აწარმოებდა, “ახალი ადამიანის” შექმნას ცდილობდა, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების დაკლასირებას ახდენდა. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებში მომხდარი თუ არმომხდარი მოვლენები ამ გეგმების ბრალია.  ეს ადამიანები  ყოფილ ხელისუფებას  ნაცისტური გერმანიის  და საბჭოთა ბოლშევიზმის თანაზომად ბოროტებად მიიჩნევენ და მათთან მსგავსებებს ეძებენ.

 

რა მიზანს ემსახურება მათი ეს ძალისხმევა? ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი პროპაგანდა და მოწინააღმდეგეების ‘’გაშავებაა’’. ნაცისტებთან და ბოლშევიკებთნ შედარება არავის არგებს. თუმცა ამ პროპაგანდას ღრმა შრეებიც აქვს. ეს პროგრესის, განვითარების, მოდერნიზაციის იდეის დისკრეტზაცის მცდელობა და ამავ დროს ახალი ხელისუფლების სამომავლო გეგმების ირიბი გამხელაა. თუ ადამიანებს დავაჯერებთ, რომ ციხეებში წამებები, გამოუძიებელი მკვლელობები, შერჩევითი სამართალი და ბევრი სხვა რამ  სააკაშვილის მიერ ხელისუფლების უზურპაციის შედეგი კი არა საზოგადოების  გარდაქმნის და  ერის  ეთიკური კოდის შეცვლის მცდელობების ბრალია განვითარების იდეა  ხალხის მიერ ბოროტებად ჩაითვლება. უძრაობის მდგომარეობაში  ხელისუფლებას ნაკლები რისკები ექნება, ინტელქტუალებს კი ნაკლები ‘’გასაპრავებელი’’  და უზრუნველი ცხოვრება

 

მაგრამ საქმე იმაშია რომ მათი  არგუმენტები არადამაჯერებელია. თუ სააკაშვილს ‘’ახალი ადამიანის’’ გამოყვანის მცდელობას აბრალებ, მოგიწევს ახსნა ამ  ‘’ახალი ადამიანის’’ კონცეფცია რას გულისხმობდა და რით განსხვავდებოდა ის ‘’ძველისგან’’ – ეს შეუძლებელია, რადგან ასეთი რამ  ბუნებაში არ არსებობს. მოგიწევს დაასახელო  მოსახლეობის  რომელი კლასი  უნდა ყოფილიყო ბოლშევიკური  დეკლასირების მსხვერპლი – ასეთი კლასი არ არსებობს. სააკაშვილის მოდერნიზატორად გამოყვანა არა მისი არამედ მოდერნიზაციის იდეის დისკრედიტაცის  მცდელობაა. 

 

რაც თავი მახსოვს მასმედიის საშუალებით თუ არაორმალურ ვითარებაში – სუფრასთან მესმის მრავალჯერ გამეორებული მანტრა, რომ ქართველობა ერთხელ და სამუდამო მოცემულობაა, რომ ქართველი ასეთად ღმერთმა შექმნა, რომ ის უკვე სრულყოფილია და არ უნდა განვითადეს, არ უნდა შეიცვალოს.  ნებისმიერი ცვლილება ეშმაკის მოგონილია, ერზე  ძალადობა და ბოროტებაა. ქვეყნისთვის ტრაგედია იქნება თუ ახალ ხელისუფლებას არაფერი აქვს შესავვლელი. დღევანდელი მდგომარეობის  დააკონსევებას აპირებს. ახალი იდეები არ ჭირდება, სურს პატრიარქალური კულტურა  შეინარჩუნოს და თუ  ემანსიპაცია, პროგრესი, ცვლილებები მისთვის ზედმეტია. თუმცა ასეთი პოლიტიკა ხელისუფლებაში დიდი ხნით დარჩეენის გარანტიაა. 

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ ცხრა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში ეს მთელი ეპოქაა და ამ მოვლენას ობიექტური გააზრება სჭირდება. ჩემი აზრით დიდი შეცდომაა, როდესაც სააკაშვილის ფენომენს  გაუგებრობად,  გარედან თავს მოხვეულ, არაქართულ მოვლენად  სვლიან და მის მმართველობას ქვეყნის  ტრადუციული სვლიდან დროებით გადახვევად მიიჩნევენ. სინამდვილეში შინაარსით სააკაშვილი სუფთა ქართული მოვლენაა. სააკაშვილს,  ისევე როგორც მის წინამორბედ, საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა მმართველებს ხელისუფლებაში ყოფნა სამუდამოდ უნდოდა. მასაც აქვს ჭარბი ჰედონიზმი, სიბარიტიზმი, სასახლით, თვითმფრნავით, ძვირადღირებული მასობრივი ღონისძიებების მოწყობით, ფუფუნების საგნებით ტკბობის ვნება. ქვეყანა მისთვისაც ფართო მოხმარების საგანი და არა მსახურების ობიექტი იყო. ისიც კლასიკური ფორმულით მოქმედებდა: ჩემიანებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი. თუ გარეგნულ ეფექტებს და “შეფუთვას” მოვაცილებთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილი ქართული კულტურის ნაყოფია. მისი ოპონენტები მას  რატომღაც უცხო და არაქართულ ფენომენად განიხილავენ. გაუგებრობად, რომელიც ცხრა წელი გრძელდებოდა. ეს არასწორი მიდგომა ალბათ იქიდან მოდის, რომ თუ სააკაშვილის მმართველობის სტილს ქართულ  კულტურასთან ორგანულობას აღიარებ  მაშინვე მიზეზის და შედეგის საკითხი დგება. ერთი ხელისუფალის  მეორეთი ჩანაცვლეება არაფერს ცვლის თუ ის კულტურა, ის ეთიკური ნორმები, ‘’ თამაშის’’და საზოგადოებრივი შეთანხმების წესები  არ შეიცვლა რომლითაც ეს ხელისუფალი სარეგებლობდა, რომელმა კულტურამაც ასეთი ქცევა დაუშვა. აბა გულწრფელად ვაღიაროთ რამდენი ადამიანი ვიცით, რომელიც ძალაუფლდბის ხელში ჩაგდების შემნთხვევაში პრივილეგიებს არ გამოიყენებდა, საახლობლო წრეს არ დააწინაურებდა, თავისიანებს ხელს არ დააფარებდა და საერთოდ ძალაუფლებით არ დატკბებოდა? ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე რომ თუ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო გვინდა ხელისუფალები კი არა კულტურა უნდა შევცვალოთ. მოდერნიზაცია გარდაუვალი აუციულებლობაა და სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის რომ  დაუსრულებელი ფუჭი იმიტაციებით ამ პროცესის გაყალბება მოახერხა.

 

ყოფილი ხელისუფლების ზედაპირული კრიტიკა და მისი გაუგებრობად მონათვლა სწორედ იმ მიზეზს ემსახურება, რომ საკითხს არ ჩავუღრმავდეთ და ყველაფერი სააკაშვილის პირად თვისებებს გადავაბრალოთ.  სავარაუდოდ, ეს  იმისთვის კეთდება რომ ახალი ხელისუფლების წინაშე მოდერნიზაციის აუცილებლობის საკითხი არ დადგეს. სააკაშვილის უხეშ  ვესტერნიზატორად და ერის სხეულზე  ექსპერიმენტატორად  წარმოჩენა  გამიზნულად და ირიბად პროგრესის, განვითარების და მოდერნიზაციის იდეისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაა. ცვლილების და განვითარების პროექტის გარეშე ხელისუფლება თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს, უმრავლესობის წყრომას არ გამოიწვევს და მეამბოხე ‘’მენტალურ უმცირესობებს’’ თავის ადგილს მიუჩენს.