თინის (ვნებიანი) სამზარეულო

Fondant au Chocolat / შოკოლადის მდნარი

18.10.2013 |
Fondant au Chocolat / შოკოლადის მდნარი

4 კვერცხი
100 გრამი შაქარი
100 გრამი ფქვილი
200 გრამი კარაქი
200 გრამი შოკოლადი

გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად. რა თქმა უნდა ვიცით როგორ, არა? პატარა ქვაბში შოკოლადი, მოზრდილში ძირზე წყალი. დიდ ქვაბში ჩადგამთ პატარას და შოკოლადი გადნება ორთქლზე (კარაქთან ერთად, ამ შემთხვევაში). როცა შოკოლადი გადნება, კარგად ამოვურიოთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს. გავაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა. ცილა ამოვიყვანოთ და გული ავთქვიფოთ შაქართან ერთად. ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავთქვიფოთ. გავაცხელოთ ღუმელი 180°-ზე. ცომი ჩავასხათ ფორმებში და ვახცოთ 8-10 წუთი. თავი რომ გამოცვხება, სადღაც მეშვიდე წუთზე, მზად არ იქნებაო ნუ შეგეშინდებათ, გამოიღეთ მალევე, თორემ გული გამოცხვება და მდნარი აღარ იქნება. 

ამ რეცეპტის საიდუმლო ცხობაში და ფორმებშია. როგორც წესი, ტარტალეტის ფორმებში გული ცხვება. მდნარის ფორმა უფრო ღრმაა და ჭიქის ფორმა აქვს. ტარტალეტისა კი დაბალია და ძირი ვიწროვდება. შესაბამისად უფრო სწრაფად ცხვება. მდნარის ფორმაში უნდა ჩაასხათ ნახევარზე ოდნავ ნაკლები. 

აბა, გემრიელად მიირთვით, მჟავე ხასიათს ცოტა შაქარი წაუმატეთ :პ და დატკბით.

მეტი რეცეპტებისთვის შემოიხედე ჩემ ბლოგზე

http://tinispiradisamzareulo.blogspot.fr/

და შემომიერთდი ფეისბუქზე 

https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

შოკოლადის მდნარი
შოკოლადის მდნარი