300 გრამი შავი შოკოლადი
6 კვერცხი
200 გრამი შაქარი
100 მილიგრამი ცივი ყავა
150 გრამი გამდნარი კარაქი,გაგრილებული
50 გრამი ფქვილი
1/2 ჩაის კოვზი სოდა ან ქიმიური დროჟი (რაზრიხრიწელი)
ჩავრთოთ ღუმელი 150°-ზე, 22 სანტიმეტრიანი დიამეტრის ჩვეულებრივ მრგვალ ფორმას მოვუსვათ კარაქი.
როგორც გითხარი ისე, გაადნეთ შოკოლადი. (იხ. შოკოლადის მდნარი Fondant au Chocolat).გავაცალკევოთ კვერცხის ცილა და გული, გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. კარგად რომ გათეთრდება, შევურიოთ გამდნარი კარაქი და ყავა. ჩაუმატე შოკოლადი და თან განუწყვეტლივ ურიე ხის კოვზით. ბოლოს შეურიე ფქვილი და დროჟი. თუ სოდას იყენებ, არ გადააჭარბო, რა ვიცი, მაინც გემო არ მისცეს.
ამოიყვანე კვერცხის ცილა, კარგად რომ გამყარდება შეურიე ცომს. ოღონდ, საუკეთესო ეფექტისთვის, არ მოურიო, ხის კოვზით ძალიან ფრთხილად ჩაზილე, ისე რომ კვერცხSი ცილის სტრუქტურა არ დაიშალოს. ეგ დიდი არაფერი ეხლა, თუ ძაან იდეალურად არ გამოგივა.
ჩაასხი ფორმაში და აცხვე 30 წუთი, ადროვე 10 წუთი გაგრილება და ამოიღე ფორმიდან. მიირთვი თბილი ან ცივი 🙂 გიჟდებიან ბავშვები 🙂
P.S. მეტი რეცეპტებისთვის შემოიჭყიტე ჩემს ბლოგზე: http://tinispiradisamzareulo.blogspot.fr/