თინის (ვნებიანი) სამზარეულო

Gratiné aux oignions / ხახვის სუპი დაბრწული

10.12.2013 |
Gratiné aux oignions / ხახვის სუპი დაბრწული

1 დიდი ან 2 საშუალო ზომის ხახვი

1 სუფრი კოვზი ფქვილი

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან კარაქი

გახეხილი ყველი – ჰოლანდიური ან ემანტალი

1 ძველი პური

მარილი და პილპილი

წვრილად დაჭრილი ხახვი დიდხანს შუშე ნელ ცეცხლზე. როცა ხახვი გაოქროსფერდება, უყავი ფქვილი. ამ მომენტიდან სუპს მოვლა უნდა. არ დატოვო და გამუდმებით ურიე. როცა ფქვილიც ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, დაუმატე ერთი ლიტრი წყალი. იმწამსვე ამოურიე რომ არ აკურკუტდეს. რევა-რევით მიიყვანე ადუღებამდე. უყავი მარილი, პილპილი და ოდნავ შეასქელე. აუცილებლად გასინჯე. ვაითუ მარილი აკლდეს. თუ სუპის ძალიან გასქელდა, დაუმატე წყალი. ჩაასხი სუპი ცეცხლ-გამძლე ჯამში. აატივტივე ზედ დაჭრილი პური. მოაყარე ყველი და სუფრაზე გატანამდე 10-15-იოდ წუთით ადრე შედგი 200 გრადუსზე დასაბრაწად. კარგად რომ დაპიწკინდება, გამოიღე და მიირთვი ცხელ-ცხელი.

 

თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე – https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

მეტი რეცეპტებისთვის შემოიხედე – http://tinispiradisamzareulo.blogspot.fr