„მედეას ერის“ ჩვენება ნიუ იორკში და ახალი ფილმის დაფინანსების მოლოდინი

0 Comments

ორი თვის წინათ ნიუ იორკის „ჰანტერ კოლეჯში” შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებული ქართველის, რელიგიათმცოდნე მედეა ასათიანის დოკუმენტური ფილმის – „მედეას ერი” პრემიერა. ეს ახალბედა, თვითნასწავლი რეჟისორის პირველი ნამუშევარია, თუმცა მისი მეორე ფილმის,... Read More

“ჰევი” მუსიკის ფოტოგრაფი – ინტერვიუ დალილა კრიხელთან

0 Comments

დალილა კრიხელი აშშ–ში მცხოვრები ქართველი მხატვრის ცისანა ჯანაშვილის მეშვეობით გავიცანი. დალილა, მისი შვილია. ორივე ხელოვანია – ერთი ფერმწერი, მეორე – ფოტოგრაფი. ოღონდ დალილას ფოტოგრაფიას, ასე ვთქვათ, ვიწრო კვალიფიკაციაც აქვს. იგი... Read More

ნიუ იორკის პრაიდი: ქართველები და ლგბტქ ისტორია

0 Comments

47 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიუ იორკში ივნისის მიწურულს კრისტოფერ სტრიტზე, იქ, სადაც „სტოუნუოლის ამბოხის” ისტორიული ადგილია განლაგებული, ამერიკელებმა და ქვეყნის სტუმრებმა ტრადიციული ლგბტქ პრაიდი (პარადი, სიამაყე) გამართეს. აშშ–ში... Read More

უკრაინელების აქცია რუს არტისტებს „კარნეგი ჰოლთან“

0 Comments

„კტო წებე პლაწიტ ი სკოლკო?!“ – ხმამაღლა დამყვირა  ხანში შესულმა ქალმა, რომელიც „კარნეგი ჰოლიდან” არტისტების ვლადიმერ სპივაკოვისა და ხიბლა გერზმავას კონცერტიდან გამოვიდა. მას მისი თანხლებნიც აჰყვნენ. მშვიდად ვუთხარი, რომ თუ... Read More

„კლინიკური ქორწინება“ – ნიუ იორკის ქართული თეატრის ახალი სპექტაკლი

0 Comments

„გიბარებთ თქვენ და შთამომავლობას! დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი. თავისი სახელი დაარქვით ყველაფერს, თუკი არ გინდათ სიდედრი ცოლად, აჭრილი დრო და ყულფი კისერზე!” – ამბობს „კლინკური ქორწინების” ერთ–ერთი გმირი, ნოდარი (მსახიობი... Read More

„დევნილთა რეზოლუცია“ 2017 – 80 მხარდამჭერი და 14 მოწინააღმდეგე

0 Comments

ნიუ იორკში, გაეროს შტაბ–ბინაში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის... Read More

ამერიკული „პირველი მერცხალი”

0 Comments

ამას წინათ ქალაქ ნიუ იორკის ერთ–ერთ უბანში, ბრუკლინში ქართველი და უკრაინელი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი უკვე მეორედ გაიმართა. ამჯერად ქართველებმა უკრაინელებს 7:2 მოუგეს, წინა თამაშში კი – 3:2 დამარცხდნენ. დამარცხება კარგი... Read More

სოფი ვილის პლანეტა A და მოძრაობის ქალაქი

0 Comments

ნიუ იორკის ერთ ძალიან წვიმიან საღამოს, როცა სახლიდან გასვლა ცუდი იდეა იყო, ქართველი მუსიკოსის სოფი ვილის (ხუციშვილი)  კონცერტი Rockwood Music Hall – ის სავსე დარბაზში გაიმართა. აქ შედგა მისი ალბომის... Read More

ჰამლეტის, ჰორაციოსა და სხვების ვერსიად ყოფნა და არყოფნაც

0 Comments

დასაწყისში ნიუ იორკის წმინდა კლემენტის ეკლესიის თეატრში მოსულ მაყურებელთა ნაწილი ვერ მიხვდა, რომ „ჰამლეტის” დასაწყისი სპექტაკლის ნამდვილი დასაწყისი იყო და არა მოთელვა. დარბაზი ჩუმად ხმაურობდა, სცენაზე კი, სადაც შუაში დადგმულ... Read More

კვერცხის ნაჭუჭის ჩაიდანი, საქორწინო სანთლები და Look by Tinati

0 Comments

ნიუ იორკის ცენტრში, ამერიკული სარეკლამო ინდუსტრიისა და ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიების ქუჩაზე, მედისონ ავენიუზე, 1984 წლიდან ძვირფასეულობის მაღაზია Jaded არსებობს, რომელიც მანჰეტენზე ექსტრაორდინალური დიზაინის სამკაულებით გამოირჩევა და რომელმაც ამას წინათ ქართველი... Read More

„მიძღვნა ჯორჯ ბალანჩინს“ – საღამო ნიუ იორკში

0 Comments

ჩემი გამოცდილებით უბრალო მოკვდავ ამერიკელთან საუბარს „ჯორჯიაზე” ბალანჩინის წარმომავლობით თუ იწყებ, დიდხანს აღარ გიწევს ან სულ არ გიწევს ხოლმე შავი ზღვის მდებარეობაზე, სსრკ–ს დაშლაზე საუბარი და არც იმის ახსნა, რომ... Read More

აბრეშუმის პეიზაჟები, აკვარელის ყვავილები და ოპტიმისტი თევზები ნიუ იორკის „არტ ექსპოზე“

0 Comments

უკვე 39-ე წელია აპრილში მთელი მსოფლიოდან  ხელოვანები,  არტდილერები, კურატორები, მენეჯერები, კოლექციონრები, გალერეის წარმომადგენლები ნიუ იორკში ჩამოდიან, რათა ახალი არტისტები, ახალი სახელოვნებო ტენდენციები აღმოაჩინონ ანდა, უბრალოდ, ნიჭიერ უცნობ თუ ნაცნობ ხელოვანთა... Read More

ლადო ფოჩხუას „წიგნი ახალი არისტოკრატიისთვის“

0 Comments

ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გაცნობის ტრადიცია დიდი ხანია არსებობს. ამას წინათ, საკონსულოს შენობაში მხატვარ ლადო ფოჩხუას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – „წიგნი ახალი არისტოკრატიისთვის” გაიმართა. სოხუმიდან დევნილი,... Read More

რატომ არ მოხვდა გაეროს გენმდივნის სპიკერის სიტყვაში ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი

0 Comments

11 აპრილს გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის სპიკერის სტეფან დუჯარიჩის ყოველდღიური ბრიფინგის ოფიციალურ თემებს (მდგრადი განვითარება, მიგრაცია, სირია, ჰაიტი, სომალი და სხვა) შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის... Read More

ქართველი სოცმუშაკი ნიუ იორკში

0 Comments

შეიძლება ითქვას, რომ აშშ–ში ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ერთგვარად ინსტიტუციონალიზირებული “ქველმოქმედების ტერიტორიები”, სოციალური სამსახურის პრეჩანასახები, მოწყალების სახლები, საავადმყოფოები, რომლის თანამშრომლებიც ყველაზე ღარიბ, მარგინალიზებულ ადამიანებსა თუ ადამიანთა ჯგუფებს დახმარებას,... Read More

ქართული მეთოდით დამზადებული ღვინო მანჰეტენიდან

0 Comments

შარშან ნოემბერში, ერთ მშვენიერ საღამოს, ისთ ვილიჯში მდებარე ქართულ რესტორანში “წითელი კომპასი”, ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, საქართველოსთან დაახლოებული ექვსი ქვეყნის (თურქეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ალჟირი, კოლუმბია, ბარბადოსი) კონსულმა ქართული... Read More

Wall Street Journal ნიკოლოზ ნამორაძეზე: „უბრალოდ გენიალური“

0 Comments

ნიუ იორკში, მანჰეტენის ცენტრში მდებარე “ჰანტერ კოლეჯი” აშშ–ის ერთ–ერთი უძველესი საჯარო სასწავლო დაწესებულებაა, რომლის დარბაზები არაერთ ცნობილ თუ უცნობ ხელოვანსა და საინტერესო პერფორმანსებს დათმობია. ბახის დაბადების დღეს  “ჰანტერ კოლეჯის”  Ida... Read More

ლიზა ჩხაიძის წარმატება „კარნეგი ჰოლში“

0 Comments

ამას წინათ ნიუ იორკში, “კარნეგი ჰოლში” მიმდინარე პრესტიჟულ კონკურსში Forte International მუსიკის მოყვარულების წინაშე ლონგ აილენდის კონსერვატორიის სტუდენტი (პედაგოგი – თამარა პოდდუბნაია), ქართველი პიანისტი ლიზა ჩხაიძე წარსდგა. ლიზამ გაიმარჯვა, პირველი... Read More

„შეუძლებელი არაფერია“ – არსენ გვენეტაძე მედიცინას, პოეზიას, მხატვრობასა და ასტრონავტიკას შორის

0 Comments

ნიუ იორკში ჯერ მანჰეტენზე, შემდეგ კი ბრუკლინში, ქართული კულტურის ცენტრში “მოცეკვავე წეროები”, ქართველი ექიმის, თსუ-ის პროფესორის, ფოტომოყვარულისა და დამწყები მხატვრის არსენ გვენეტაძის ლექცია და შემოქმედებითი საღამო  გაიმართა. გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა, თბილისის სახელმწიფო... Read More

ქართული ფოლკლორი ამერიკულ უნივერსიტეტებში და „სუფრა! ქართული მუსიკის ზეიმი”

0 Comments

ბოლო დეკადების განმავლობაში აშშ–ის არაერთი უნივერსიტეტის სამუსიკო ფაკულტეტებზე გარდა იმისა, რომ ქართული პოლიფონიური მუსიკა სასწავლო პროგრამის ორგანულ ნაწილი გახდა, ქართული ხალხური მუსიკის გუნდებს მასტერკლასების/მინიკონცერტების ჩასატარებლად საქართველოდანაც ხშირად იწვევენ. ამას წინათ... Read More

ნუცი ნებიერიძის ჯაზით მოყოლილი ისტორიები

0 Comments

მსოფლიოს დედაქალაქის ერთ–ერთ ცნობილ Club Bonafide-ში უკვე მეორედ ქართველი ჯაზ მომღერლისა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართა. ნუცა (ნუცი) ნებიერიძე ნიუ იორკის New School –ში სწავლობს და პარალელურად დიდი ვაშლის ქალაქის... Read More

“გეფერინის” და “თიკას” ჩანთები აქსესუარების ნიუ იორკულ შოუზე

0 Comments

აშშ-ის ერთ-ერთმა დიდმა საგამოფენო სივრცემ, ნიუ იორკის “ჯევიტს ცენტრმა” (1986), რომლის 78 000 კვადრატულ მეტრზე ეწყობა როგორც არტპეფორმანსები, ასევე ნავების, მანქანებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების გრანდპრეზენტაციები და ლექტორიუმები, 2017 წლის იანვარში “აქსესუარების... Read More

ქართველი ემიგრანტები ტრამპის გამარჯვებაზე – გამოკითხვა

0 Comments

აშშ–ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ხოლო მისი შედეგი ერთგვარი მოულოდნელობაც. ცხადია, აშშ–ში მცხოვრები ქართველებიც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უშუალო მონაწილეები არიან და თავის დამოკიდებულებას აშშ–ის... Read More

აშშ-ის საემიგრაციო პოლიტიკა ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში

0 Comments

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ემიგრანტებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის ალბათობა არც ისე უსაფუძვლო შფოთს იწვევდა, კერძოდ კი, იმათში, ვინც “არალეგალია”, ანუ აშშ–ის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი უფლება არა აქვს. სხვადასხვა მონაცემებით... Read More

დინი ვირსალაძე ნიუ იორკის “წითელ კომპასში”

0 Comments

ნიუ იორკში მდებარე ქართულმა რესტორანმა – “წითელი კომპასი” – ქართელ ჯაზ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და პიანისტს დინარა (დინი) ვირსალაძეს უმასპინძლა. ოთხი დღის განმავლობაში ქართველმა არტისტმა, რომელიც თავისი ახალი ალბომის ჩასაწერად ნიუ... Read More